კატალოგი
თევზი ბრინჯით პორტუგალიურად
| ბეჭდვა |
ბრინჯს დავასხათ დიდი რაოდენობით მარილიანი წყალი. ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად შევწვათ მცენარეულ ზეთში. დავამატოთ დანაყილი ნიორი, ოხრახუში, დაჭრილი პამიდორი ან წყალში გახსნილი ტომატ-პიურე და ყველაფერი ერთად მოვშუშოთ. თითქმის მზა ბრინჯი გავწუროთ და კარგად გავაშროთ. დავამატოთ პამიდორი და ღვინო. დავამატოთ მარილი, პილპილი და მწვანილი. უმი თევზი დავჭრათ კუბიკებად. მოვათავსოთ მომზადებულ ბრინჯზე და თავდახურული ვშუშოთ 20 წუთი.
მასალა:
4-5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
2 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
1 კონა ოხრახუში
500 გრამი პამიდორი ან 4 სუფრის კოვზი ტომატ-პიურე
1 ჭიქა ბრინჯი
1 ჭიქა თეთრი ღვინო
750 გრამი თევზი
1 ჩაის კოვზი მარილი
½ ჩაის კოვზი პილპილი
მაიორანი და ტიმიანი
პოპულარული რეცეპტი

ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში. ფ...

ბრინჯი მოვხარშოთ დიდი რაოდენობით მა...

ორი კვერცხი ცილიანად ავთქვიფოთ, თან...

ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში...

კომბოსტო დავჭრათ წვრილად, დავაყაროთ...

ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწები, დანით გ...


