კატალოგი
თევზის ჰაეროვანი ღვეზელი მილანურად
ბეჭდვა |
მარგარინი გავადნოთ ტაფაზე, მოვხრაკოთ მასში ფქვილი, ეს მასა გავხსნათ რძეში. დავამატოთ ტომატის პიურე და ყველი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ავთქვიფოთ კვერცხი. ყველაფერი გადავურიოთ და მივიღებთ სოუსს. თევზის ფილე დავჭრათ კუბიკებად, მოვშუშოთ ზეთში და მოვასხათ სოუსი. შემდეგ დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა. ფორმას წავუსვათ ცხიმი და მასა შიგნით ჩავასხათ. ვაცხოთ ღვეზელი ღუმელში მანამდე, სანამ ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება. სუფრაზე ლიმონის ნაჭრებთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
2-3 პორციაზე
500 გრამი კუბიკებად დაჭრილი თევზის ფილე
70 გრამი გახეხილი ყველი
2 სუფრის კოვზი ტომატის პიურე
2 სუფრის კოვზი მარგარინი
2 სუფრის კოვზი ფქვილი
¼ ლიტრი რძე
2 ცალი კვერცხი
პილპილი, მარილი
მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი
ყვავილოვანი კომბოსტო დავარჩიოთ, გავ...
ქვაბში გავაცხელოთ 1 ჩაის კოვზი ზეთი...
მოვამზადოთ ცომი და გაავჩეროთ ½ საათ...
კვერცხები მაგრად მოვხარშოთ, გადავავ...
ქერის ბურღული მოვხარშოთ წყალში, შემ...
ლოქო გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად...