კატალოგი
ნახატ შურპა - ტადჟიკური ხორცის სუპი მუხუდოთი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
მუხუდო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავალბოთ მთელი ღამით. ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქვაბში, იქვე ჩავაწყოთ ძვლები, დავასხათ ცივი წყალი და 2 საათით დავდგათ მოსახარშად ნელ ცეცხლზე. ხარშვის დასრულებამდე 15-20 წუთით ადრე დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, პამიდორი, კუბიკებად დაჭრილი სტაფილო და დარბილებული, წინასწარ მოხარშული მუხუდო. შემდეგ დავამატოთ დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები. ვხარშოთ სუპი მზადყოფნამდე. სუფრაზე მიტანამდე მოვაყაროთ მარილი და კამა.
მასალა:
500 გრამი ცხვრის ან ძროხის ხორცი
3-4 თავი ხახვი
2-3 ცალი პამიდორი
2 ცალი სტაფილო
2 ჭიქა მწვანე მშრალი მუხუდო
1 ცალი დაფნის ფოთოლი
4-6 მარცვალი შავი პილპილი
½ კონა კამა
მარილი გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხურტკმელი ვხარშოთ დარბილებამდე, დავ...

ქაშაყი გამოვშიგნოთ და მოვაშოროთ ფხე...

ხახვი დავჭრათ წვრლად და კარგად მოვშ...

ცხვრის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ...

ღომი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ...

2 კვერცხისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფ...