კატალოგი
ცხვრის ხორცის ხარშო
| ბეჭდვა |
მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ დაკეპილი ხახვი, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. დავასხათ მდუღარე წყალი, იმდენი, რომ ხორცი კარგად დაიფაროს. ჩავყაროთ დარჩეული და კარგად გარეცხილი ბრინჯი. შევაზავოთ დანაყილი ნივრით, ქინძით, წიწაკით და მარილით. დავუმატოთ გამზადებული ტყემლის საწებელი, კვაწარახი და მაშარაბი, პილპილი ვხარშოთ, სანამ ხორცი მზად არ იქნება.
მასალა:
ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 5 თავი
ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა
ქინძი, ნიორი, წიწაკა, ტყემალი (კვაწარახი, მაშარაბი), პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

წვერა გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუსვ...

ძროხის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრ...

გარჩეული, გარეცხილი ჭარხლის ფოთოლი ...

ყველი და გათლილი ვაშლი დავჭრათ წვრი...

მწყემსის სამყოფელში...

მიწისთხილი დავნაყოთ, პამიდორი გავას...


