კატალოგი
მწვანე პამიდვრის სალათა

ბეჭდვა ![]() |
![]() |
პატარა ზომის მწვანე პამიდვრები დავჭრათ რგოლებად, დავაყაროთ ცოტა მარილი და გავაჩეროთ 3-4 საათი, რათა დაწუროს ზედმეტი წვენისაგან.
წვრილი, ქართული ხახვი დავჭრათ რგოლებად; ასევე რგოლებად დავჭრათ თესლგამოცლილი ბულგარული წიწაკა.
ნიახური, ქინძი, კამა, ოხრახუში, რეჰანი დავჭრათ წვრილად და მწვანე პამიდორთან ერთად მოვათავსოთ დიდ ჭურჭელში, დავასხათ ზეთი და ძმარში გახსნილი ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, შავი წიწაკა, წითელი წიწაკა, ნიორი, მარილი. ყველაფერი ეს გავაჩეროთ ერთი დღე-ღამე, დროდადრო ფრთხილად ვურიოთ, ჩავაწყოთ ქილებში და მოვუკრათ თავი. ასეთი სალათა (ისევე როგორც კომბოსტო) შეიძლება შევინახოთ გარკვეული დროით გრილ ადგილას და როცა დაგვჭირდება გამოვიყენოთ.
მასალა:
მწვანე პამიდორი - 5 კილოგრამი
ხახვი - 1,5 კილოგრამი
ნიახური - 200 გრამი
ქინძი - 300 გრამი
ოხრახუში - 300 გრამი
რეჰანი - 100 გრამი
კამა - 200 გრამი
ბულგარული წიწაკა - 2 კილოგრამი
ნიორი - 100 გრამი
ზეთი - 2 ლიტრი
ძმარი - 2 ჩაის ჭიქა
წითელი, შავი წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

კალმახი გავასუფთავოთ და გამოვრეცხოთ...

მოვამზადოთ 4 ცალი შამპანიურის ჭიქა,...

ყველა პროდუქტი ერთმანეთში ავურიოთ დ...

უკეთესი, ვიდრე საკუთარი აღიარება...

კობრი გავასუფთავოოთ, გავრეცხოთ, გავ...

ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ სიგრძეზ...