კატალოგი
ხილის ტორტი ავსტრალიურად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
გარეცხილი, მომზადებული ხილი, კარაქი, შაქარი და სპეციები მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 1 ჭიქა წყალი და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. შევაგრილოთ და დავამატოთ სასმელი სოდა და ათქვეფილი კვერცხები, შემდეგ, შემდეგ ჩვაყაროთ ფქვილი, რომელსაც წინასწარ გახსნილი დროჟი უნდა შევურიოთ, ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. 20 სმ დიამეტრის მქონე ტორტის ფორმაში ჩავაფინოთ კარაქწასმული პერგამენტის ქაღალდი, მოვათავსოთ მასზე მომზადებული მასა და ზომიერ ტემპერატურაზე ვაცხოთ ტორტი დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
ტორტი დავჭრათ მეორე ან მესამე დღეს.
მასალა:
450 გრამი სხვადასხვა სახის ხილი
150 გრამი კარაქი
1 ჭიქა შაქარი
2 ცალი კვერცხი
½ ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
1 პაკეტი ვანილი
½ ჩაის კოვზი სასმელი სოდა
2 ¼ ჭიქა ფქვილი
1 სავსე ჩაის კოვზი მშრალი დროჟი
პოპულარული რეცეპტი

ბრინჯი მოვხარშოთ დიდი რაოდენობით მა...

ბოსტნეული გავასუფთავოთ, წვრილად დავ...

ჭარხალი კანიანად გავრეცხოთ, შევწვათ...

6 კვერცხის დიდხანს ვთქვიფოთ 1 ჩაის ...

ცური კარგად გავრეცხოთ, დავასხათ ცივ...

ერთ ჭიქა ანადუღარ ცივ რძეში ჩავსხათ...