კატალოგი
როსტბიფი
ბეჭდვა |
ხორცის მთლიანი ნაჭერი დავბეგვოთ, მარილი არ უნდა მოვაყაროთ. ტაფა კარგად გავაცხელოთ, დავადოთ ცხიმი და ხორცი და შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში. როსტბიფის მომზადების მთელი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ის თავიდანვე ყველა მხრიდან უნდა შეიწვას და გაუჩნდეს ხრაშუნა, მოწითალო ფერის კანი. ხორცი 10 წუთის განმავლობაში უნდა ვწვათ, შემდეგ მოვაყაროთ მარილი, თან ხშირად ვასხათ წვისას გამოყოფილი წვენი და კიდევ 15 წუთით შევდგათ შესაწვავად უკვე დაბალ ცეცხლზე. ხორცი შიგნიდან წვნიანი და ვარდისფერი უნდა დარჩეს. როსტბიფი სუფრაზე მთლიანი უნდა მივიტანოთ. გარნირად როსტბიფს ყველაზე მეტად იორკშირული პუდინგი უხდება.
მასალა:
1 კილოგრამი გულ-მკერდი
მარილი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
პოპულარული რეცეპტი
გასუფთავებული კვახი დავჭრათ მსხვილ ...
მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით. ...
მთელი სუკი გავრეცხოთ, მოვაშოროთ ძარ...
ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვა...
კარაქის, ფქვილისა და რძისაგან მოვამ...
ხორცი, ქაშაყი და მოხარშული კარტოფილ...