კატალოგი
სარმალე
ბეჭდვა |
მთელი ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მეორე გატარებისას დავუმატოთ რძეში დამბალი თეთრი პური, დაჭრილი და მოხრაკული ხახვი, მარილი, პილპილი, კამა ან ოხრახუში და კვერცხები. ხორცისაგან გავაკეთოთ კაკლის ზომის ბურთულები. მოვამზადოთ კომბოსტოს ფოთლები, გადავავლოთ მდუღარე წყალი (შეიძლება მათი ოდნავ დამჟავება ბურღულის ნაყენში მოთავსებით). თითოეულ ფოთოლში ჩავდოთ ღორის ცხიმის მცირე ნაჭერი, რომ სარმალე წვნიანი გამოვიდეს.
სარმალეს მოსამზადებლად სამი დღეა საჭირო. პირველ დღეს ხორცის ბურთულები უნდა შევწვათ ცხიმში, შემდეგ დავასხათ მცირე რაოდენობის ხორცის ბულიონი და ვშუშოთ.
შუშვისათვის საჭიროა ქოთნები, რომელსაც ახურავენ თავსახურს, თავსახურის კიდეებს კი ცომით ამაგრებენ. სარმალე უნდა ვშუშოთ ნელ ცეცხლზე, სანამ ბულიონი ნახევრად არ აორთქლდება. შემდეგ ქოთანს ცივ ადგილას დგამენ. მეორე დღეს სარმალე უნდა მოვშუშოთ თეთრ ღვინოში და ტომატ პასტაში, შემდეგ ქოთანი ისევ ცივ ადგილას უნდა დავდგათ. მესამე დღეს სარმალეს გადაიტანენ ფართო ქვაბში, ზემოდან აწყობენ წვრილად დაჭრილ კომბოსტოს და პამიდვრის ნაჭრებს. სარმალეს ბურთულები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ უნდა დავალაგოთ. ზემოდან მოვაყაროთ სალას კუბიკები და ქვაბი შევდგათ ღუმელში, დროდადრო ქვაბი უნდა შევანჯღრიოთ. როგორც კი სარმალეს ბურთულები შეწითლდება და გაუჩნდება ხრაშუნა ქერქი, კერძი მზადაა და შეგვიძლია სუფრაზე მივიტანოთ.
მასალა:
350 გრამი ღორის ხორცი
350 გრამი ხბოს ან ძროხის ხორცი
100 გრამი შებოლილი ღორის ბარკალი
1 თავი კომბოსტო
1 თავი ხახვი
50 გრამი რძეში დამბალი თეთრი პური
მარილი, პილპილი
1 კონა კამა ან ოხრახუში
1-2 ცალი კვერცხი
2 სუფრის კოვზი ღორის ქონი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
ხორცის ბულიონი
1 ჭიქა თეთრი ღვინო
4-5 ცალი პამიდორი
ქატოს ნაყენი
პოპულარული რეცეპტი
ქათამი მოვხარშოთ დარბილებამდე მსხვი...
ნელთბილ წყალში მოვზილოთ ერთი კილოგრ...
კარაქი, ქოქოსის თხილი, კაკაო, შაქარ...
წიწილების ფილე და ფეხები მოვათავსოთ...
თევზი გავასუფთავოთ, გავაცალოთ კანი ...
ალუბალი დავჭყლიტოთ, დოლბანდზე მოვათ...