კატალოგი
ჰოტპოტი - ჰოლანდიური ეროვნული კერძი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ხორცი და სპეციები ჩავდოთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ კარგად არ მოიხარშება. შემდეგ კუბიკებად დავჭრათ სტაფილო, დავასხათ ბულიონი და დავდგათ მოსახარშად. როდესაც სტაფილო ნახევრად მზად იქნება, დავამატოთ გასუფთავებული, მცირე ზომის ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი და წვრილად დაჭრილი ხახვი. ვხარშოთ ბოსტნეულის მზადყოფნამდე. კერძი უნდა გამოვიდეს ფაფისებრი შემადგენლობის. ზემოდან მოვასხათ გამდნარი კარაქი, დავალაგოთ ხორცის ნაჭრები და მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.
მასალა:
(4-6 პორციაზე)
750 გრამი სუპისათვის გამოსადეგი ხორცი
6 ცალი პილპილის მარცვალი
დაფნის 2-3 ცალი ფოთოლი
750 გრამი კარტოფილი და სტაფილო
500 გრამი ხახვი
3-4 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
2-3 სუფრის კოვზი კარაქი
მარილი
პოპულარული რეცეპტი

მწვანე ლობიო ჩვეულებრივი წესით მოვხ...

სოსისები გავჭრათ სიგრძეზე, კუბიკება...

200 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ...

დილის სუსხის საათი...

მზა ან ოჯახში მომზადებულ ფხვიერ ორც...

ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ცხ...