კატალოგი
ტორტი ხილის (მესამენაირად)
![](/uploads_script/products/756f4k1yr8macrx.jpeg)
ბეჭდვა ![]() |
![]() |
150 გრამი კარაქი ავურიოთ 50 გრამი შაქრის ფხვნილსა და 250 გრამი ფქვილთან ერთად. დავუმატოთ 100 გრამი არაჟანი, ცოტა მარილი, ვანილი, სოდა - ძმარში გახსნილი, მოვზილოთ ცომი. გავაჩეროთ რამოდენიმე წუთი; ყალიბს წავუსვათ ცხიმი, გადავიტანოთ ცომი და გავაბრტყელოთ, შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. გამოვაცხოთ ნახევრად, წავუსვათ რომელიმე ხილის ჯემი შერეული ცოტა რომთან და ზედ დავასხათ ბისკვიტის ცომი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: კარგად გავთქვიფოთ 4 კვერცხის გული, ნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ერთი ლიმნის წვენი, 100 გრამი ფქვილი; ცომში შევურიოთ 100 გრამი ქიშმიში. როცა გამოცხვება, გავაცივოთ და ზემოდან დავაყაროთ ნებისმიერი ხილი.
დარჩენილი 6 კვერცხის ცილა კარგად ვთქვიფოთ მიქსერით, შევათქვიფოთ 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილი. მიღებული ბეზეს სქელი მასა დავასხათ ხილს. ნიგოზი მოვხალოთ დავჭრათ წვრილად, ტორტს ზემოდან მოვაყაროთ. გასაფორმებლად შეიძლება გამოვიყენოთ ხილიც.
მასალა:
კარაქი - 150 გრამი
ფქვილი - 350 გრამი
შაქრის ფხვნილი - 300 გრამი
არაჟანი - 100 გრამი
ხილის ჯემი - 250 გრამი
კვერცხი - 6 ცალი
ლიმონი - 1 ცალი (პატარა)
ნიგოზი - 0,5 ჩაის ჭიქა
ქიშმიში - 100 გრამი
ნებისმიერი ხილი - 0,5 კილოგრამი
სოდა, ძმარი - თითო ჩაის კოვზი
ვანილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
![](uploads_script/products/pp3y7oh9l13n77z.jpeg)
ავთქვიფოთ კვერცხი სახამებელთან, რძე...
![](uploads_script/products/50l22r88t6h2em9.jpeg)
ხორცი დავჭრათ კუბიკებად და შევბრაწო...
![](uploads_script/products/oiopr61hkqbvcrm.jpeg)
ორივე სორტის ქიშმიში ავურიოთ და დავ...
![](uploads_script/products/n2ertrsiribo4cd.jpeg)
თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი ვხრაკოთ...
![](uploads_script/products/whw89lz55ao98r5.jpeg)
ხორცი დავჭრათ, კარგად გავრეცხოთ, ჩა...
![](uploads_script/products/cqvf1st72zg9v3v.jpg)
ახალი, თეთრი სოკო გავარჩიოთ, გავრეც...