კატალოგი
ჩორბა - ეროვნული რუმინული კერძი
ბეჭდვა |
ბოსტნეული გავასუფთავოთ და წვრილად დავჭრათ. დავუმატოთ მჟავე კომბოსტო და დავდგათ მოსაშუშად ქოთანში. შუშვის ბოლოს დავამატოთ პამიდორი და დავამჟავოთ კომბოსტოს წვენით, სურვილისამებრ შეგვიძლია დავუმატოთ ლიმონის წვენიც. სანამ ბოსტნეული იშუშება ღორის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შევურიოთ ნახევრად მოხარშული, კარგად გამშრალი ბრინჯი, კვერცხი და მარილი. ხელები გავისველოთ ცივ წყალში და გავაკეთოთ კაკლის ზომის ფრიკადელკები. ჩავყაროთ ფრიკადელკები ბულიონში და 15 წუთის განმავლობაში ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე (სანამ ჩახარშვას არ დაიწყებენ). ხორცის ფრიკადელკები და ბულიონი გადავასხათ ქოთანში, რომელშიც ბოსტნეული გვაქვს. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ დიდი რაოდენობით ოხრახუში.
მასალა:
500 გრამი ღორის ხორცი
1-2 ცალი კვერცხი
80 გრამი ბრინჯი
250 გრამი მჟავე კომბოსტო
750 გრამი სხვადასხვა ბოსტნეული (სტაფილო, ოხრახუშის ძირი, კარტოფილი, ხახვი, ლობიო, წიწაკა, მუხუდო, გოგრა, ყვავილოვანი კომბოსტო)
პამიდორი
3 ლიტრი წყალი
ხორცის ან ქათმის ბულიონი
კომბოსტოს წვენი
არაჟანი, მარილი
ოხრახუში
ლიმონის წვენი გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
ალუბალი დავჭყლიტოთ, დოლბანდზე მოვათ...
კვერცხის გულები და შაქრის ფხვნილი კ...
3 კვერცხისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფ...
ცუკატები წვრილად დავჭრათ, ნუში დავნ...
ყვავილოვანი კომბოსტო დავარჩიოთ, გავ...
კერძის მომზადების წინა ღამეს ღორის ...