კატალოგი
ბადრიჯანი ყველით და მაწვნით
| ბეჭდვა |
მომცრო ბადრიჯნებს მოვაჭრათ ბოლოები, გავრეცხოთ, ზევითა მხრიდან მჭრელი დანით გამოვაცალოთ თესლი, დავაწყოთ თინიქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში. როცა ბადრიჯანი ნახევრად შეიწვება, გამოვიღოთ.
მოვხარშოთ კვერცხი, წვრილად დავჭრათ და ავურიოთ დაფხვნილ ყველში და ერბოში, შევურიოთ წვრილად დაჭრილი პიტნა. ამ მასალით გამოვტენოთ ნახევრად შემწვარი ბადრიჯანი, დავაწყოთ ერბოწასმულ ტაფაზე და შევდგათ ღუმელში. როცა მზად იქნება, ზემოდან მოვასხათ არაჟანი ან ხმელი მაწონი.
მასალა:
ბადრიჯანი - 500 გრამი
ყველი - 200 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
ერბო - 100 გრამი
პიტნა - 3-4 ძირი
არაჟანი (ან მაწონი) - 300 გრამი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

კვერცხი 30 წუთის განმავლობაში ვთქვი...

ბრინჯი მოვხარშოთ რძეში, დავამატოთ შ...

ლობიო დავალბოთ მთელი ღამით. შემდეგ ...

ვარდის ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრ...

ბატი გამოვშიგნოთ და კარგად გავრეცხო...

ღორის ყურებსა და ხიწიწს დავასხათ ცი...


