კატალოგი
ბრინჯი მექსიკურად
| ბეჭდვა |
ბრინჯი გავრეცხოთ, გავაშროთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავამატოთ ქიშმიში და 2 სუფრის კოვზი ზეთი და დავდგათ მოსაშუშად, ვშუშოთ მანამდე, სანამ ბრინჯი არ შეწითლდება. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და ასევე მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში, შემდეგ დავამატოთ ხორცი და წვრილად დაჭრილი პილპილი და ყველაფერი ერთად ვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში. შუშვის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე დავამატოთ პამიდორი, რომელსაც წინასწარ უნდა მოვაშოროთ კანი. დავასხათ ცოტა წყალი. ხორცს მოვაყაროთ მარილი, შევურიოთ ბრინჯს, გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ფორმაში, ზემოდან გადავანაწილოთ ნაჭრებად დაჭრილი სალა და ფორმა შევდგათ ღუმელში, ვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე ბრინჯის მზადყოფნამდე.
მასალა:
250 გრამი ბრინჯი
80 გრამი ქიშმიში
3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 თავი ხახვი
1 ცალი პატარა ცხარე წიწაკა
1 კბილი ნიორი
250 გრამი დაჭრილი ხორცი
3/8 ლიტრი წყალი
250 გრამი პამიდორი
80 გრამი სალა
მარილი
პოპულარული რეცეპტი

ფქვილის ნახევარი პორცია დავყაროთ და...

ხორცი მსუბუქად დავბეგვოთ, მოვაყაროთ...

გასუფთავებული სატაცური მოვხარშოთ მა...

მჟავე რძეში გავხსნათ წყალი, დავამატ...

მურაბის ტაშტში ჩავყაროთ შაქარი, დავ...

ცომისათვის საჭირო კომპონენტები სწრა...


