კატალოგი
ჟელე ვაშლით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭრებად, დავასხათ მდუღარე წყალი და სამი წუთი ვხარშოთ. მოხარშული ვაშლი ქვაბიდან ამოვალაგოთ და თავდახურულ ჭურჭელში მოვათავსოთ. ნახარშ წვენში ჩავყაროთ ვაშლის ქერქი გულიანად, მოვხარშოთ, გავწუროთ, მერე შაქარი დავაყაროთ და ავადუღოთ. ცხელ სიროფში გავხსნათ კვერცხის ცილაში არეული წინასწარ დამბალი ჟელატინი, წამოვადუღოთ და გავწუროთ; სწრაფად ჩავუმატოთ შიგ მოხარშული, დაჭრილი ვაშლი, ჩავასხათ შესაფერ ჭურჭელში და გავაცივოთ.
მასალა:
ახალი ვაშლი - 600 გრამი
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
ჟელატინი - 20 გრამი
წყალი - 2 ჩაის ჭიქა
კვერცხის ცილა - 1 კვერცხისა
პოპულარული რეცეპტი

გამოშიგნული, გარეცხილი წვრილი თევზი...

4-5 ჩაის კოვზ მარწყვის მურაბას დავა...

პურის ბატონი დავჭრათ თითის სისქის ნ...

ხორცი მოვათავსოთ დიდი ზომის ქვაბში....

ყველაფერი ბანანისაგან...

ნიახური გავასუფთავოთ, გავხეხოთ წვრი...