კატალოგი
ნიახურის კროკეტები
| ბეჭდვა |
ნიახური გავასუფთავოთ, გავხეხოთ წვრილ სახეხზე და მოვშუშოთ ბულიონში ნელ ცეცხლზე, თან დავუმატოთ კარაქი.
შემდეგ ნიახური შევურიოთ ბრინჯსა და კვერცხს, მოვაყაროთ პილპილი, მარილი და გავაკეთოთ 2 სმ სისქის კროკეტები. ამოვავლოთ ორცხობილაში და კარგად შევწვათ.
მასალა:
2 პორციაზე
1 ძირი საშუალო ზომის ნიახური
1-1 ½ ჭიქა მოხარშული ბრინჯი
1 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
1 ჭიქა ხორცის ბულიონი
1-2 ცალი კვერცხი
შავი პილპილი
მარილი
დაფხვნილი ორცხობილა
შესაწვავად საჭირო ცხიმი
პოპულარული რეცეპტი

ღომი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ...

გადარჩეული, გარეცხილი, მსხვილი ხორბ...

ათქვიფოთ კვერცხის გულები კარაქთან დ...

კარტოფილი გავხეხოთ წვრილ სახეხზე ან...

შაქარი და კვერცხი ცილა ავთქვიფოთ, დ...

გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი ბოსტ...


