კატალოგი
ნამცხვარი ”ნათია”
| ბეჭდვა |
კარაქი კარგად გავთქვიფოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; თანდათან დავამატოთ კვერცხი, მაწონი, სოდა - გახსნილი ძმარში, დავაყაროთ ფქვილი და ავურიოთ; შემდეგ ცომი დავასხათ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ. როცა გამოცხვება, თხელი ჩაის ჭიქით დავჭრათ რგოლებად. მონარჩენები დავფხვნათ წვრილად; რგოლები გავჭრათ შუაზე, წავუსვათ მოხარშული კრემი შუაში და შევაერთოთ. წავუსვათ კრემი ირგვლივ და მოვაყაროთ თავისი ნაფხვენი. მოხარშული კრემის მომზადების წესი ზემოთ არის მოცემული.
მასალა:
კარაქი - 200 გრამი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 6 ცალი
ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა
მაწონი - 4 სუფრის კოვზი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
ცალკე მასალა კრემისათვის
პოპულარული რეცეპტი

არჯაკელს მოვაშოროთ გაშლილი ფოთლები,...

კვების კულტურა...

ქაშაყი გავასუფთავოთ, გავჭრათ სიგრძე...

ვენელი ქალების სიამაყე...

ბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და ფრთხ...

საშუალო სიდიდის მსუქანი ქათამი ნაჭრ...


