კატალოგი
დროჟით მომზადებული ბლინები
ბეჭდვა |
250 გრამი რძე მსუბუქად შევათბოთ და გავხსნათ მასში დროჟი. გახსნილი დროჟი შევურიოთ ფქვილს, მოვზილოთ ცომი და დავდგათ თბილ ადგილას. როდესაც ცომი დაიწყებს გაფუებას, ჩავამატოთ მასში დარჩენილი რძე წინასწარ გახსნილი კვერცხის გულებით, გამდნარი ზეთით, მარილით და შაქრით. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში, ვაცალოთ ცომს გაფუება. ბლინების გამოცხობამდე დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა. ბლინები უნდა მოიხარშოს კარგად გაცხელებულ, კარაქწასმულ ტაფაზე.
მასალა:
400 გრამი ხორბლის ფქვილი
½ ლიტრი რძე
2-3 ცალი კვერცხი
40 გრამი ზეთი
½ სუფრის კოვზი მარილი
½ ჩაის კოვზი შაქარი
15 გრამი დროჟი
კარაქი შესაწვავად
პოპულარული რეცეპტი
გათლილი კარტოფილი მოვხარშოთ წვრილად...
ქაშაყი კარგად დავალბოთ, გავასუფთავო...
200 გრამ ხაჭოს დავამატოთ 100 გრამი ...
გადარჩეული, გარეცხილი ღოღნაშო ალაგ-...
ხახვი წვრილად დავჭრათ, კარაქში ან მ...
სალა დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და მსუბ...