კატალოგი
ჩიპოლე რიპიენე - ფარშირებული ხახვი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ვიჩინა წვრილად დავჭრათ, ავურიოთ დარბილებულ, დასრესილ ფუნთუშასთან ერთად. დავჭრათ მთლიანი ხახვის თავებიდან ამოღებული ხახვი (ხახვის თავებს ამოვავსებთ ფარშით), შევურიოთ კვერცხს, ოხრახუშსა და ყველს, მოვაყაროთ მარილი, პილპილი. მიღებული ფარშით ამოვავსოთ ხახვის თავები და მოვათავსოთ კარაქწასმულ ქვაბში. შევაწითლოთ კარაქი და შაქარი, დავამატოთ ხორცის ბულიონს და ეს მასა დავასხათ ფარშირებულ ხახვს, შემდეგ ქვაბი დავდგათ ცეცხლზე და ვშუშოთ 40 წუთის განმავლობაში.
მასალა:
2-3 პორციაზე
50 გრამი ვიჩინა
1 ცალი ფუნთუშა
6 თავი საშუალო ზომის ხახვი
1 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
მარილი, პილპილი
1 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
50 გრამი მარგარინი
30 გრამი შაქარი
½ ჭიქა ხორცის ბულიონი
პოპულარული რეცეპტი

ქვაბში ჩავასხათ 3 ჩაის ჭიქა წყალი, ...

წიწილების ფილე და ფეხები მოვათავსოთ...

გოჭი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავუს...

ხორცი ჩავდოთ მცირე რაოდენობის მარილ...

ქვაბში ჩავყაროთ ლობიო და მოვხარშოთ ...

ყველა პროდუქტი ერთმანეთში ავურიოთ დ...