კატალოგი
პუჩერო არგენტინო - არგენტინული კერძი ქოთანში
მუხუდოს ან წინასწარ დამბალ თეთრ ლობიოს დავასხათ წყალი, დავამატოთ სალა და ძეხვი და დავდგათ ცეცხლზე. მეორე ქვაბში ჩავდოთ ცხვრისა და ღორის ხორცი და დავდგათ მოსახარშად. რამდენიმე წუთის დუღილის შემდეგ იქვე ჩავაწყოთ სპეციები და ქათამი. როდესაც ხორცი თითქმის მზად იქნება დავამატოთ ბოსტნეული (პამიდორი სულ ბოლოს). როდესაც ბოსტნეული დარბილდება (მაგრამ არ უნდა ჩაიშალოს), ხორცი და ძეხვი დავჭრათ ნაჭრებად, ქათამი კი დავყოთ ნაწილებად. ყველაფერი მოვათავსოთ დიდ შემთბარ ლანგარზე. ბოსტნეული გარნირად მივიტანოთ. მასალა: 250 გრამი ძროხის გულ-მკერდი 125 გრამი ცხვრის ხორცი ½ კილოგრამი ქათამი 125 გრამი ნივრის ძეხვი 100 გრამი სალა 250 გრამი ყვითელი მუხუდო ან ლობიო 300 გრამი მსხვილად დაჭრილი კომბოსტო 3-4 თავი ხახვი 150 გრამი სტაფილო 1 კუბიკებად დაჭრილი ნიახურის ძირი 4 თესლგამოცლილი ტკბილი წიწაკა (4 ნაწილად გაჭრილი) 500 გრამი გათლილი კარტოფილი 1 ტარო ნაზი სიმინდი 250 გრამი ოთხ ნაწილად გაჭრილი და კანგაცლილი პამიდორი მარილი 8 მარცვალი პილპილი ½ ჩაის კოვზი მაიორანი 1-2 კბილი ნიორი (სურვილისამებრ)