კატალოგი
კიბორჩხალი ნიგვზიანი სატენით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მოვხარშოთ მარილწყალში; შემდეგ დავაწყოთ საცერზე; როცა წყალი ჩამოიწურება, კიბორჩხალებს მოვაცილოთ კისერი, ფეხები, ხორცი და დავნაყოთ. ავურიოთ დანაყილი ნიგოზი და ქინძი, მოვაყაროთ დანაყილი დარიჩინი ან მუსკატის კაკალი, მარილი; კარგად ავურიოთ და ამ სატენით ამოვავსოთ კიბორჩხალის წითელი ქალა.
სუფრაზე მიტანისას კიბორჩხალები დავაწყოთ მწვანილით მორთულ ლანგარზე. ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ ტყემლის საწებელი.
მასალა:
კიბორჩხალი - 20 ცალი
ნიგოზი - 200 გრამი
გამხმარი ქინძი - 1 ჩაის კოვზი
დარიჩინი ან მუსკატის კაკალი - 0,5 ჩაის კოვზი
მწვანილი - 200 გრამი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ღორის ხორცს წავუსვათ მარილი, შევწვა...

გათლილი კარტოფილი მოვხარშოთ წვრილად...

კარაქი გავადნოთ, შევურიოთ თაფლს. ამ...

ფქვილი გავცრათ ხის დაფაზე, ჩავახალო...

ხახვი წვრილად დავჭრათ, კარაქში ან მ...

მსუქანი ქათამი გავრეცხოთ, დავჭრათ ნ...