კატალოგი
ნორვეგიული სალათა ქაშაყისაგან

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ქაშაყი კარგად დავალბოთ, გავასუფთავოთ და გამოვაცალოთ შიგნეულობა. თევზი ჯერ სიგრძეზე გავჭრათ, შემდეგ კი კუბიკებად. ხახვი წვრილად დავჭრათ და მარგარინში მსუბუქად მოვხრაკოთ. უმი კვერცხები (2 ცალი) ავთქვიფოთ ძმართან ერთად და ეს მასა დავასხათ ხახვს. დავამატოთ მდოგვი და შაქარი. ქაშაყის მომზადებული კუბიკები ჩავაწყოთ შეგრილებულ სოუსში. გავაფორმოთ ოხრახუშითა და მოხარშული კვერცხის ნაჭრებით.
მასალა:
2 ცალი მარილიანი ქაშაყი
3 ცალი კვერცხი
1 თავი ხახვი
3 სუფრის კოვზი ძმარი
1 სუფრის კოვზი მარგარინი
1 ჩაის კოვზი მდოგვი
ცოტა შაქარი
პოპულარული რეცეპტი

250 გრამი რძე მსუბუქად შევათბოთ და ...

ლოსოსის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, კვე...

შოკოლადი გავადნოთ. კარაქი კარგად ავ...

200 გრამი ერბო კარგად გავთქვიფოთ 20...

ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავ...

კარაქი კარგად გავთქვიფოთ ნახევარი ჩ...