კატალოგი
”კლიოცკი” ქოთანში
| ბეჭდვა |
მოვზილოთ სქელი ცომი ფქვილის, კვერცხის, მარილისა და წყლისაგან. შემდეგ გავაბრტყელოთ და 10 წუთით დავტოვოთ გამოსაშრობად. დავყოთ მომზადებული ცომი ნაწილებად და ჩავაგდოთ მოსახარშად მარილიან წყალში. დავამატოთ ცოტა ცხიმი. როგორც კი "კლიოცკები" ზედაპირზე ამოტივტივდება, ამოვიღოთ წყლიდან, ვაცალოთ დაწურვა და ცხელი კერძი სუფრაზე ქოთნით მივიტანოთ. ზემოდან მოვაყაროთ ხაჭო და მოვასხათ სქელი არაჟანი. ასევე შეიძლება მოხარშული "კლიოცკების" შებრაწვა.
მასალა:
500 გრამი ფქვილი
1-2 ცალი კვერცხი
125 გრამი სალა
250 გრამი ხაჭო
250 გრამი არაჟანი
მარილი
1 სუფრის კოვზი ცხიმი
პოპულარული რეცეპტი

3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ...

თევზი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ფხები...

კვერცხის გულები ავთქვიფოთ კარაქთან ...

ქაშაყი გავასუფთავოთ, გავჭრათ სიგრძე...

პამიდორი, ხახვი, ტკბილი წიწაკა და მ...

ხიზილალას დავუმატოთ დაფშვნილი თეთრი...


