კატალოგი
ვაშლის ჩატნი - ცხარე სანელებელი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ვაშლი გავთალოთ, გამოვაცალოთ გული და მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, თან დავამატოთ ძალიან მცირე რაოდენობის წყალი. ქიშმიში და ხახვი დავჭრათ წვრილად. პამიდორს გადავასხათ მდუღარე წყალი და მოვაშოროთ კანი. ყველა პროდუქტი ჩავაწყოთ ერთ ქვაბში და დავდგათ მოსაშუშად დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში. სოუსი გადავასხათ ჭიქებში და ზემოდან გადავაფაროთ სველი პერგამენტის ქაღალდი. სუფრაზე ცივ ხორცთან ან თევზთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
250 გრამი არამწიფე ვაშლი
75 გრამი ქიშმიში
40 გრამი ხახვი
100 გრამი პამიდორი
200 გრამი შაქარი
ცოტა კოჭას და მიხაკის ფხვნილი
მდოგვი
ღვინის ძმარი
პოპულარული რეცეპტი

ახალი, საღი პამიდვრები გავრეცხოთ ცი...

ხორცი დავჭრათ კუბიკებად და მოვშუშოთ...

პური დავჭრათ კუბიკებად. ღვიძლი, სალ...

3 ჭიქა წყალში მოვხარშოთ ბრინჯი. გას...

ხორბლის ბურღული მოვამზადოთ ზემოაღნი...

თევზი გავასუფთავოთ, ფრთხილად გავაცა...