კატალოგი
ნამცხვარი ”ტრიუფელი”
| ბეჭდვა |
ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში ჩავყაროთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დავამატოთ 100 გრამი კარაქი, 3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი და წამოვადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ 0,5 ჩაის ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიგოზი, ვანილი, ერთი კოლოფი ბავშვის საჭმელი "მალიუტკა", კარგად ავურიოთ. უნდა მივიღოთ სქელი მასა. ავიღოთ პატარ-პატარა გუნდები, მივცეთ "ტრიუფელის" ფორმა, ამოვავლოთ კაკაოს ფხვნილში და შევდგათ მაცივარში 2-3 საათით.
მასალა:
"მალიუტკა" - 1 კოლოფი
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
კარაქი - 100 გრამი
ნიგოზი - 0,5 ჩაის ჭიქა
კაკაოს ფხვნილი - 0,5 კოლოფი (50 გრამი)
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ქაშაყი კარგად გავრეცხოთ და დავალბოთ...

ლობიო დავალბოთ მთელი ღამით. შემდეგ ...

სოუსის პროდუქტები შევურიოთ ერთმანეთ...

200 გრამ ხაჭოს დავამატოთ 100 გრამი ...

შემწვარი ქათმის ან ინდაურის რბილი ხ...

გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი ბოსტ...


