კატალოგი
ტორტი მარწყვით (მეორენაირად)
6 ცალი კვერცხის ცილა გავთქვიფოთ; თანდათან შევურიოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, კვერცხის გულები და კარგად ვთქვიფოთ; მოვაყაროთ 1 ჩაის ჭიქა ფქვილი, ფრთხილად ავურიოთ გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტორტის ყალიბში და გამოვაცხოთ ბისკვიტი. კარგად გადარჩეული, გარეცხილი მარწყვი ჩავყაროთ ქვაბში, დავაყაროთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და გავაჩეროთ რამოდენიმე საათი. მოვამზადოთ მოხარშული კრემი და ბეზე შემდეგნაირად: 3 კვერცხის გულისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 1 სადილის კოვზი პურის ფქვილი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა რძე, დავადგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაცივოთ და შევათქვიფოთ 100 გრამი კარაქი. დარჩენილი 3 კვერცხის ცილა ვთქვიფოთ დიდხანს, სანამ კარგად არ გამაგრდება; თანდათან დავამატოთ ერთი ჩაის ჭიქა ფხვნილი და გავაგრძელოთ თქვეფა. როცა მივიღებთ კარგ ბეზეს, შევუდგეთ ტორტის მორთვას. ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, მოვასხუროთ გაწურული მარწყვისაგან მიღებული წვენი, წავუსვათ კრემი, დავალაგოთ გაწურული მარწყვები, ისევ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ფენა, დავასხუროთ მარწყვის წვენი, წავუსვათ კრემი, დავალაგოთ გაწურული მარწყვი და მოვრთოთ ცილისაგან მომზადებული ბეზეთი. ბეზეზე დავალაგოთ ცოცხალი მარწყვები, თავის მწვანე ყუნწებით. მასალა: კვერცხი - 9 ცალი შაქრის ფხვნილი - 5 ჩაის ჭიქა მარწყვი - 1 კილოგრამი რძე - 1 ჩაის ჭიქა კარაქი - 100 გრამი