კატალოგი
ლობიოს ღერები ეგვიპტურად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ლობიოს ღერები გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, შედარებით მსხვილები გადავტეხოთ შუაზე. ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად მოვხრაკოთ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ ლობიო, თავდახურული ვშუშოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, ჭურჭელი ხშირად ვანჯღრიოთ. დავამატოთ ტომატის წვენი, სპეციები და ვშუშოთ ლობიო მზადყოფნამდე. მოშუშვამდე ცოტა ხნით ადრე დავამატოთ გასუფთავებული, ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი. მოვასხათ ძმარი ან ლიმონის წვენი. ცოტა ცანი გავაჩეროთ. სუფრაზე ცივი მივიტანოთ.
მასალა:
2 პორციაზე
250 გრამი ნაზი მწვანე ლობიოს ღერები
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 თავი ხახვი
2-3 ცალი პამიდორი
2 სუფრის კოვზი ტომატის წვენი
მარილი, პილპილი
ცოტა შაქარი
1 ჩაის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი
პოპულარული რეცეპტი

საფანელის, დაჭრილი ნივრის, ოხრახუში...

ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად შ...

ძროხის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრ...

2 კვერცხი და 3-4 სუფრის კოვზი შაქრი...

ნორჩი, გაუშლელი სვინტრი გავრეცხოთ დ...

1 ჩაის ჭიქა ბრინჯი გავარჩიოთ, კარგა...