კატალოგი
ცხვრის ხორცი კამის სოუსში
ბეჭდვა |
ხორცი გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, დავამატოთ სპეციები და კამა, დავამატოთ ცოტა წყალი და 1 ½ საათით დავდგათ მოსაშუშად თავდახურული. მზა ხორცი ამოვიღოთ, ოდნავ შევაგრილოთ, დავჭრათ ნაჭრებად და კვლავ ჩავდოთ ცხელ ბულიონში. კარაქი დავადნოთ ტაფაზე, დავამატოთ ფქვილი, ოდნავ მოვხრაკოთ და შემდეგ გავხსნათ ბულიონით. მიღებულ საწებელს დავამატოთ ძმარი, შაქარი, მარილი და პილპილი. კვერცხის გული ავთქვიფოთ რამდენიმე კოვზ ბულიონთან ერთად და დავამატოთ სოუსს. ბოლოს დავამატოთ კამა. მზა სოუსში ჩავაწყოთ ხორცი და წამოვადუღოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.
მასალა:
500 გრამი ცხვრის ხორცი
2-3 მარცვალი შვი პილპილი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ჩაის კოვზი მარილი
სოუსისათვის
30 გრამი კარაქი
¼ ლიტრი ხორცის ბულიონი
30 გრამი ფქვილი
1 სუფრის კოვზი ძმარი
1 ჩაის კოვზი შაქარი
1 ცალი კვერცხის გული
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა, მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი
8 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ 2...
ბატკნის ან ცხვრის ღვიძლი დავჭრათ წვ...
ქათმის ხორცი და ვიჩინა გავატაროთ ხო...
წიწაკას დავასხათ მდუღარე წყალი და ა...
გასუფთავებული ფაშვი კარგად გავრეცხო...
3 ცალი კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფ...