კატალოგი
გამომცხვარი კარტოფილი ”გასელი”

ბეჭდვა ![]() |
![]() |
კარტოფილი გავთალოთ და ჩავჭრათ სიგრძეზე თხელ ნაჭრებად კიდეებამდე, ისე, რომ გარეგნულად კარტოფილები მთლიანი დარჩეს. ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვათავსოთ შიგნით კარტოფილები, ზემოდან მოვაყაროთ პილპილი და მარილი და თითოეულზე მოვათავსოთ კარაქის ნაჭრები. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი. ფორმა მოვათავსოთ საშუალო ტემპერატურამდე გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად. მოოქროსფრო-ყავისფერი კარტოფილი სუფრაზე მივიტანოთ ხორცთან, მწვანე სალათასთან ან თევზთან ერთად.
მასალა:
1 კილოგრამი კარტოფილი (სასურველია მრგვალი, ერთი ზომის კარტოფილები)
10 პატარა ნაჭერი კარაქი
მარილი, პილპილი
3-4 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
პოპულარული რეცეპტი

3 ჩაის ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი...

კარგად დასუფთავებული ქათამი დავჭრათ...

ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, წავ...

შევარჩიოთ საშუალო ზომის ბადრიჯანი დ...

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქ...

სამი კვერცხი მთლიანად გავთქვიფოთ ჭი...