კატალოგი
ნაზუქი (მეორენაირად)
| ბეჭდვა |
სამ ჩაის ჭიქა პურის ფქვილს თანდათანობით დავასხათ ერთნახევარი ჩაის ჭიქა ცხელი რძე, გავთქვიფოთ კარგად და ასე დავტოვოთ თბილ ადგილას ერთი საათი; მერე თანდათანობით ჩავუმატოთ ერთნახევარი ჩაის ჭიქა თბილი რძე, საფუარი, შაქრის ფხვნილი, კვერცხი, მარილი, ერთი ჩაის ჭიქა პურის ფქვილი, კარგად ავურიოთ და ცომი დავდგათ თბილ ადგილას გასაფუებლა. როცა ცომი კარგად გაფუვდება, დავუმატოთ ერბო და იმდენი პურის ფქვილი, რამდენიც დასჭირდება ცომს მოსაზელად. მოზელის დროს ხელი უნდა დავისველოთ ერბოთი. მოზელილი მზა ცომი ამოვაგუნდავოთ, გავაბრტყელოთ მოგრძო ფორმით (როგორც შოთი პური), მოვათავსოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
მასალა:
კვერცხი - 2 ცალი
რძე - 3 ჩაის ჭიქა
საფუარი - 50 გრამი
შაქარი - 1 ჩაის ჭიქა
ერბო - 1 ჩაის ჭიქა
მარილი - 1 ჩაის ჭიქა
ფქვილი - რამდენიც დასჭირდება
პოპულარული რეცეპტი

მოვზილოთ მაგარი ცომი თბილი წყლით და...

ტაფაზე, 50 გრამ კარაქში, მოვშუშოთ წ...

ქიშმიში დავალბოთ წყალში. ბანანი დავ...

ორივე სახის ხორცი და ტკბილი წიწაკა ...

ხორცი მოვათავსოთ დიდი ზომის ქვაბში....

ქვაბში ჩავყაროთ შაქრის ფხვნილი, დავ...


