კატალოგი
მთელ-მთელი ბადრიჯანი ნიგვზით და ძმრით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწები, დანით გავსეროთ სიგრძეზე ისე, რომ ერთმანეთს არ მოშორდეს, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, დავალაგოთ ლანგარზე, ზევიდან დავადოთ სიმძიმე, რომ ბადრიჯანი კარგად გაიწუროს.
ნიგოზი დავნაყოთ ნიორთან და ყვითელ ყვავილთან ერთად. ზეთი გამოვხადოთ, ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ და შევინახოთ. დანაყილ ნიგოზში ავურიოთ - მარილი, ძმარი, წმინდად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, ნიახური წიწაკა.
ავიღოთ სათითაოდ ბადრიჯანი, გაჭრილი სივრცე ამოვავსოთ მომზადებული ნიგვზიანი მასალით, ამოვავლოთ ამავე მასალაში და ლამაზად დავალაგოთ თეფშზე ან ლანგარზე. ზემოდან მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და სუფრაზე ისე მივიტანოთ. ძმრის მაგიერ შეიძლება ვიხმაროთ ბროწეულის წვენი. ასევე შეიძლება მცირე რაოდენობით მივუმატოთ მიხაკ-დარიჩინი.
მასალა:
ბადრიჯანი - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 1,5-2 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3-4 თავი
ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, ქინძი - 3-3 ძირი
ძმარი, მარილი, წიწაკა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ცოცხალი თევზი გამოვშიგნოთ, მოვაშორო...

კურდღლის ხორცი დავჭრათ პორციებად, დ...

ლობიოს გასუფთავებული ღერები დავტეხო...

მცენარეული ზეთი გავაცხელოთ, დავამატ...

კარტოფილი კანიანად მოვხარშოთ, მერე ...

კიტრი გავთალოთ, გავჭრათ სიგძეზე, გა...