კატალოგი
ღვეზელი ხილით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ერთი ჩაის ჭიქა ერბო გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ ამდენივე შაქრის ფხვნილი, 3 ცალი გათქვეფილი კვერცხი, ერთი ჩაის ჭიქა მაწონი, სოდა - ძმრით და კარგად ავურიოთ. დავაყაროთ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ საშუალო სიმაგრის ცომი. ცომი გადავიტანოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე. გავაბრტყელოთ დაახლოებით 2 სმ. სისქეზე, ზემოდან დავალაგოთ გარგარი. შეიძლება გამოვიყენოთ თეთრი ბალი, ქლიავი, ალუბალი ან მათივე კომპოტი.
როცა გამოცხვება, მაშინვე დავჭრათ, გაციების შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა, რომელსაც შერეული ექნება ცოტა ვანილი.
მასალა:
ერბო - 1 ჩაის ჭიქა
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 3 ცალი
ფქვილი - რამდენიც დასჭირდება
მაწონი - 1 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
შაქრის პუდრა, ხილი, ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

6 კვერცხის გულითა და ჭიქანახევარი შ...

ფქვილის, რძის, დროჟის, კვერცხის, მა...

ცხარე და ტკბილი მწვანე წიწაკა, ქინძ...

ანანასი, ბანანი და ვაშლი დავჭრათ კუ...

კარგად გასუფთავებულ გოჭს ამოვაცალოთ...

წიწილების ფილე და ფეხები მოვათავსოთ...