კატალოგი
კურდღლის პაშტეტი
მომზადებულ ხორცს დავასხათ მცირე რაოდენობის წყალი და მოხარშულ და დაჭრილ სოკოსთან, ხახვთან, დაფნის ფოთოლთან და პილპილის რამდენიმე მარცვალთან ერთად ვშუშოთ თავდახურული მანამდე, სანამ ხორცი არ დარბილდება. შუშვის ბოლოს დავამატოთ კურდღლის შიგნეული და ღორის ღვიძლი. როდესაც ხორცი ბოლომდე დარბილდება მთლიანად გამოვაცალოთ ძვლები, პურის ნაჭრები დავალბოთ შუშვისაგან წარმოქმნილ სოუსში. ხორცი დავჭრათ ნაჭრებად. პური გავწუროთ. ხორცი, პური და ხახვი 2-3-ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფარშს დავამატოთ კვერცხი, მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი და შუშვისაგან მიღებული სოუსი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ფორმას წავუსვათ გადამდნარი ქონი და მოვაყაროთ დაფხვნილი ორცხობილა, სალა დავჭრათ თხელ ნაჭრებად და დავაწყოთ ფორმის ფსკერზე, შემდეგ შევავსოთ ფორმა მომზადებული ფარშით და მოვათავსოთ ღუმელში. ვაცხოთ ზომიერ ტემპერატურაზე მანამდე, სანამ ზედაპირზე ცხიმი არ გამოჩნდება. ფორმა გამოვიღოთ ღუმელიდან, ვაცალოთ შეგრილება, ფრთხილად გადმოვიღოთ პაშტეტი თეფშზე, დავჭრათ თხელ ნაჭრეაბდ და სუფრაზე ცივი მივიტანოთ. მასალა: კურდღლის გულ-მკერდი და შიგნეული 200 გრამი სალა 200 გრამი ღორის ღვიძლი 2 ცალი კვერცხი 2 ნაჭერი თეთრი პური 1 თავი ხახვი 1 ცალი დაფნის ფოთოლი 4-5 მარცვალი შავი პილპილი 2-3 ცალი გამომშრალი სოკო 100 გრამი სალა მარილი პილპილი მუსკატის კაკალი 1 სუფრის კოვზი ღორის გადამდნარი ქონი საფანელი