კატალოგი
ძროხის ხორცის სუპი მჟაუნით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭრილი მსუქანი ძროხის ხორცი კარგად გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავადგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვსადოთ ქაფი, ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, ცოტა მოგვიანებით დაჭრილი ხახვი და სტაფილო.
სანამ ხორცი მოიხარშება, დავჭრათ მწვანე ხახვი და მოვშუშოთ კარაქში, შევურიოთ ფქვილი და ვშუშოთ. დავასხათ ხორცის ნახარში (გაწურული ბულიონი), ჩავამატოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, დაკეპილი ახალი მჟაუნა, კამა, ოხრახუში, წიწაკა. გამორთვის წინ ნელ-ნელა ჩავამატოთ არაჟანში გათქვეფილი კვერცხი.
როდესაც მზად იქნება, ჩავყაროთ მოხარშული ხორცი.
მასალა:
ხორცი - 1 კილოგრამი
კარტოფილი - 600 გრამი
მჟაუნა - 200 გრამი (1 მოზრდილი კონა)
კარაქი - 100 გრამი
მწვანე ხახვი - 1 კონა
სტაფილო - 2-3 ცალი
ოხრახუში, კამა - 3-4 ძირი
კვერცხი - 3 ცალი
არაჟანი - 200 გრამი
ფქვილი - 2 სადილის კოვზი
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ოთხი კვერცხის გული 1,5 ჩაის ჭიქა შა...

თირკმელები გავჭრათ სიგრძეზე, მოვაშო...

კვერცხი შევურიოთ შაქარს და კარგად ა...

საქონლის ტვინს გადავავლოთ მდუღარე წ...

ქვაბში გავაცხელოთ 1 ჩაის კოვზი ზეთი...

2 კვერციხის, ცოტა მარილის და 2 სუფრ...