კატალოგი
ისპანახი ნიგვზით
| ბეჭდვა |
ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავახუროთ სახურავი და მოვხარშოთ. გადავიტანოთ საწურზე, გავაციოთ და მერე ხელით კარგად გავწუროთ. დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ქინძის თესლი, წიწაკა, მარილი, გავხსნათ ძმარში და დავასხათ ცოტა ისპანახის წვენი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიახური და ყველაფერი ეს ავურიოთ დაკეპილ ისპანახში. ძმრის მაგივრად შეიძლება ვიხმაროთ ბროწეულის წვენი.
მასალა:
ისპანახი - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 200 გრამი
ხახვი - 2-3 თავი
ნიორი - 2 კბილი
მწვანილი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ერთმანეთს შევურიოთ 3 პორცია რომი და...

მოვადუღოთ პურის ფქვილის თათარა ჩვეუ...

თევზი გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ...

ქვაბში გავაცხელოთ 1 ჩაის კოვზი ზეთი...

ხორცი დავჭრათ 2X4 სმ ზომის ნაჭრებად...

შიგნეულს დავასხათ წყალი, მოვაყაროთ ...


