კატალოგი
ნამცხვარი ვაშლით
| ბეჭდვა |
კარაქი კარგად გავთქვიფოთ ორ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; თანდათან დავამატოთ კვერცხი, მაწონი, სოდა - გახსნილი ძმარში, კარგად ვურიოთ და დავაყაროთ 4 ჩაის ჭიქა ფქვილი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ ვაშლის პიურე, დარჩენილი ცომი ზემოდან კოვზით დავადოთ პატარ-პატარა ნაწილებად. ცომის დადება იწყება ნაპირებიდან. ზემოდან მოვაყაროთ კარაქისა და ფქვილის აფშვნეტილი მასა (როგორც ქადის გული) და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. ვაშლის პიურე მოვამზადოთ ისე, როგორც ზემოთ არის აღწერილი.
მასალა:
კარაქი - 300 გრამი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 4 ცალი
მაწონი - 1 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ცალკე მასალა ვაშლის პიურესათვის
პოპულარული რეცეპტი

გადარჩეული, კურკაგამოცლილი ალუბალი ...

ბრინჯი შევურიოთ შაქარს და ძროხის ცხ...

ხბოს ხორცი და წყალში კარგად დამბალი...

კურკაგამოცლილი ქლიავი ტაშტში ჩავყარ...

იმერული ყველი დავჭრათ მოზრდილ ნაჭრე...

ჭიქანახევარი წყალი დავდგათ ცეცხლზე,...


