კატალოგი
კვერცხი - ნიგვზის სატენით
| ბეჭდვა |
კვერცხები მაგრად მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი, რომ კარგად გაიფცქვნას, გასუფთავებული კვერცხი მჭრელი დანით გავჭრათ შუაზე (სიგრძეზე), ამოვაცალოთ გულები.
ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, მარილი, სუნელი, ყვითელი ყვავილი კარგად დავნაყოთ, დავამატოთ ძმარი, ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი (ქინძი, კამა, ოხრახუში), კარგად ავურიოთ და ამოვავსოთ ცილის გულები მომზადებული საკაზმით და ლამაზად დავალაგოთ თეფშზე. შეიძლება ზემოდან მოვასხათ ნიგვზის საწებელა.
მასალა:
კვერცხი - 10 ცალი
ნიგოზი - ¾ ჩაის ჭიქა
წიწაკა, ნიორი, სუნელი, ყვითელი ყვავილი, მარილი, ძმარი, მწვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ერთი ჩაის ჭიქა ერბო ან კარაქი 10-15...

საღი რძე წამოვადუღოთ, შევაგრილოთ 25...

მოვამზადოთ პიურე მშრალი ყვითელი მუხ...

თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გა...

ცივ წყალში დავდგათ ლობიო და დავტოვო...

შევბრაწოთ პურის ნაჭრები, წავუსვათ კ...


