კატალოგი
უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი
ბეჭდვა |
კომში დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, დავასხათ წყალი და ვხარშოთ 10-15 წუთი, მივუმატოთ შაქრის ფხვნილი, ოდნავ რომ შეგრილდება, გავწუროთ საწურში ან ორმაგ დოლბანდში, ჩავაწუროთ ყურძენი, ლიმონების წვენი, ამავე ლიმონების გახეხილი კანი, შემდეგ კვლავ გავწუროთ და შევდგათ მაცივარში. სუფრაზე მიტანისას ჭიქებში ჩავალაგოთ ლიმონის თითო ნაჭერი.
თუ ამ სასმელს მოვამზადებთ, სუფრაზე ლიმონათის ან სხვა გამაგრილებელი სასმელის მიტანა აღარ დაგვჭირდება.
მასალა:
კომში - 1 კილოგრამი
თეთრი ყურძენი - 1 კილოგრამი
ლიმონი - 2 ცალი (წვენში)
1 ცალი ლიმონი ცალკე დასაჭრელად
წყალი - 1 ლიტრი
შაქარი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
სატაცური კარგად გავრეცხოთ, მოვაჭრათ...
თითოეულ თიხის ჯამში მოვათავსოთ თხლა...
ყველა პროდუქტი დავჭრათ წვრილ ნაჭრებ...
ძროხის ხორცი დავჭრათ კუბიკებად, გავ...
მამალი დავყოთ ოთხ ნაწილად, წავუსვათ...
გადარჩეული, გარეცხილი ღოღნაშო ალაგ-...