კატალოგი
ჩოპ სვი - მოშუშული ხორცი
| ბეჭდვა |
ხორცი დავჭრათ ძალიან თხელ და წვრილ ნაჭრებად (ქათმის ხორცი წინასწარ მოვხარშოთ). კომბოსტოს ფურცლები დავჭრათ სიგანეზე. მწვანე ლობიოს ღერები გავრეცხოთ. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. სოკო გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მწვანილი შევურიოთ წყალში გახსნილ სახამებელს.
მცენარეული ზეთი გავაცხელოთ დიდ ტაფაზე, ხორცი შევბრაწოთ და მივწიოთ ტაფის კიდესთან: ერთი მეორეის შემდეგ მოვათავსოთ ტაფაზე ნიორი, სოკო, მუხუდო, კომბოსტო, მწვანე ხახვი და შევბრაწოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ (პროდუქტები საკმაოდ მკვრივი უნდა დარჩეს). ხორცი შევურიოთ ბოსტნეულს, დავამატოთ გახსნილი სახამებელი. ვშუშოთ 5-10 წუთი და სუფრაზე ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
250 გრამი ღორის, ძროხის ან ქათმის ხორცი
1 თავი ჩინური კომბოსტო
3-4 ფოთოლი მწვანე ხახვი
2 კბილი ნიორი
3 სუფრის კოვზი მწვანილი სუპისათვის
1 ჭიქა მწვანე ლობიო ან ახალი სოკო
½ ჭიქა ახალგაზრდა მწვანე მუხუდო
1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
½ ჭიქა მცენარეული ზეთი
½ ჭიქა ხორცის ბულიონი
მარილი
პოპულარული რეცეპტი

გასუფთავებული, გარეცხილი ქათმის კუჭ...

2 კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, თანდათ...

მოხარშული ფაშვი წვრილ, მოგრძო ნაჭრე...

ბუმერანგი და კენგურუ...

კაკაო ჩაისა და ყავისაგან იმით განსხ...

ფქვილი მოვხრაკოთ კარაქში ღია-ყვითელ...


