კატალოგი
კვერცხთან ერთად შემწვარი ცხვრის ხორცი
ხორცი დავჭრათ 4X5 სმ ზომის ნაჭრებად, მოოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ფქვილში, შევბრაწოთ და გადმოვიღოთ ტაფიდან. ხახვი დავჭრათ რგოლებად, დავჭრათ მწვანე ხახვი, მოვათავსოთ ქოთანში და ვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩავდოთ ხორცი და ვწვათ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავუმატოთ წყალი ან ხორცის ბულიონი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და შევდგათ ჭურჭელი ღუმელში. როდესაც სითხე ნახევრად აორთქლდება, ხორცი კი დარბილდება, ფრთხილად დავამატოთ მჟავე რძეშერეული და დამარილებული კვერცხები. კიდევ 2 წუთით შევდგათ ღუმელში, შემდეგ კი იმავე ჭურჭლით მივიტანოთ სუფრაზე. მასალა: 500 გრამი ახალგაზრდა ბატკნის ხორცი ½ ჭიქა მცენარეული ზეთი 250 გრამი მწვანე ხახვი 250 გრამი ხახვი 1/8 ლიტრი მაწონი 2 ცალი კვერცხი 2 სუფრის კოვზი ფქვილი 2 ჭიქა წყალი ან ხორცის ბულიონი მარილი, პილპილი