კატალოგი
ვარენიკები პოვიდლოთი
| ბეჭდვა |
ფქვილის, კვერცხის, 1 სავსე სუფრის კოვზი კარაქის, წყლისა და მარილისაგან მოვზილოთ თხელი ცომი და ვაცალოთ გაფუება. შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ, დავყოთ ოთხკუთხედებად და თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ პავიდლო (1 ჩაის კოვზი 1 ვარენიკზე). კუთხეები შევაწებოთ ისე, რომ სამკუთხედები მივიღოთ. ვარენიკები 5 წუთის განმავლობაში ვხარშოთ მსუბუქად დამარილებულ წყალში, შემდეგ ამოვიღოთ, მოვაყაროთ შებრაწული სუხარის კუბიკები, მოვასხუროთ კარაქი და მოვაყაროთ შაქარი.
მასალა:
400 გრამი ფქვილი
1 ცალი კვერცხი
100 გრამი კარაქი
½ ჭიქა წყალი
ცოტა მარილი
ქლიავის პავიდლო
გახეხილი ფუნთუშა
პოპულარული რეცეპტი

გასუფთავებული, გარეცხილი წიწილა შევ...

ქონისა და ძარღვებისაგან გავანთავისუ...

გარეცხილი, კურკაგაცლილი გარგარი ჩავ...

ათქვეფილი კვერცხის მასაში ავურიოთ მ...

თევზი მოვხარშოთ სულ მცირე რაოდენობი...

ცხვრის ხორცის ბუღლამა ბადრიჯნით ისე...


