კატალოგი
ტორტი ”ოცნება”

ბეჭდვა ![]() |
![]() |
4 ცალი კვერცხის ცილა დიდხანს ვთქვიფოთ; ნელ-ნელა შევათქვიფოთ ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილი. ფორმას დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, დავასხათ მიღებული ცილის მასა და გამოვაცხოთ ბეზე. ბეზეს გამოცხობას დასჭირდება დაახლოებით 2-3 საათი.
ამავე ფორმაში გამოვაცხობთ ბისკვიტს შემდეგნაირად: 7 ცალი კვერცხი მიქსერით კარგად გავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად; ჩავამატოთ დაფქვილი ტკბილი ორცხობილა, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი - შერეული ერთ სუფრის კოვზ ფქვილთან, დავამატოთ სოდა გახსნილი ძმარში და ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში.
როცა გამოცხვება, ტორტი გავაფორმოთ შემდეგნაირად: ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ქვედა ნაწილს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ბეზე, წავუსვათ კიდევ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნაწილი, წავუსვათ კიდევ კრემი და ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
4 კვერცხის გულისა და 3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. 0,5 ჩაის ჭიქა მაგარ ყავას დავასხათ რძე, ისე, რომ ჭიქა შეივსოს, დავასხათ გოგლი-მოგლს, ავურიოთ და შევდგათ ნელ ცეცხლზე, თან ვურიოთ, დავამატოთ ვანილი და გავაცივოთ.
300 გრამი კარაქი ავზილოთ, კარგად გავთქვიფოთ და შევაზილოთ ყავის გოგლი-მოგლი.
მასალა:
კვერცხი - 11 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2,5 ჩაის ჭიქა
კარაქი - 300 გრამი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
დაფქვილი ორცხობილა - 0,5 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
რძე - 0,5 ჩაის ჭიქა
მაგარი ყავა - 0,5 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი

ფორთოხალი გავფცქვნათ და ისევე, როგო...

სუკი თანაბარი ოდენობის ნაჭრებად დავ...

ზეთი გავაცხელოთ, მსუბუქად მოვხრაკოთ...

ჭურჭელში მოვათავსოთ გადარჩეული მაყვ...

ფქვილი გავცრათ, დავამატოთ 1 სუფრის ...

გასუფთავებული, გამოშიგნული ქაშაყი გ...