კატალოგი
შემწვარი ბადრიჯანი პამიდვრის საწებლით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთუთქოთ, თხელ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ცხიმიან, ცხელ ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან. ხახვი წვრილად დავჭრათ და ცხიმში მოვშუშოთ; მერე მოვაყაროთ პურის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ ქაფცქვნილი, გახეხილი და საცერზე გატარებული პამიდორი და ვხარშოთ 15-20 წუთი. დავუმატოთ წიწაკა, მარილი, დანაყილი ნიორი. ვადუღოთ კიდევ 5-10 წუთი; გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური).
შემწვარი ბადრიჯანი შესაფერ ჭურჭელზე მოვათავსოთ და დავასხათ ზედ გამზადებული საწებელი.
მასალა:
ბადრიჯანი - 1 კილოგრამი
ხახვი - 2-3 თავი
პამიდორი - 500-600 გრამი
პურის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
ცხიმი - 3-4 სუფრის კოვზი
ნიორი - 2-3 კბილი
მწვანილი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

მარილიან წყალში მოვხარშოთ მსხვილად ...

კურდღელი გავატყავოთ, გამოვაცალოთ ში...

ერთი, ორი, სამი - არა, უფრო მეტი!...

ავიღოთ მთლიანი ძროხის ბეჭი საკნატელ...

ექვსი კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფ...

კიტრი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭრებად, მ...