კატალოგი
ტორტი ”თოლია”
ბეჭდვა |
6 კვერცხის გულითა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ გამდნარი 300 გრამი კარაქი და 200 გრამი მარგარინი, ერთი ჩაის კოვზი სოდა - გრახსნილი 1 სუფრის კოვზ ძმარში, მარილი, ვანილი, დავაყაროთ 5 ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი.
თუნუქის ფირფიტას დავაფაროთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, ცომი მლიანად მოვათავსოთ ფირფიტაზე და ხელით გავაბრტყელოთ ისე, რომ ფირფიტა მთლიანად შეივსოს. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი, მოხალული ნიგოზი და ხელის გულით შევურიოთ ცომში; ზემოდან მოვაყაროთ ალუბლის, ღოღნაშოს ან შინდის კურკაგამოცლილი მურაბა.
6 ცალი კვერცხის ცილა დიდხანს ვთქვიფოთ, სანამ ღრუბელივით არ გახდება, შევათქვიფოთ ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილი და გავაგრძელოთ თქვეფა. მიღებული მასა ტორტის გასაფორმებელი ფორმით ან კოვზით ლამაზად დავალაგოთ მურაბის ზემოდან და შევდგათ თბილ ღუმელში გამოსაცხობად. როცა ბეზეს ზედაპირი ოდნავ შეწითლდება, ნამცხვარი მზად იქნება.
მასალა:
კვერცხი - 6 ცალი
შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა
კარაქი - 300 გრამი
მარგარინი - 200 გრამი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
მურაბა (კურკაგამოცლილი) - 1 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
მოხარშული ძროხის ხორცი, კარტოფილი, ...
ორ ჩაის ჭიქა ადუღებულ მარილწყალში ჩ...
კონსერვირებული ანანასის ნაჭრები კარ...
მუხუდო დავალბოთ მთელი ღამით. ხახვი ...
კიტრის მწნილის მოსამზადებლად შევარჩ...
მომზადებული ბატი მოვხარშოთ მსუბუქად...