კატალოგი
ყავა
ბეჭდვა |
ყავის მარცვალი მოვხალოთ ნელ ცეცხლზე, თან ხშირად ვურიოთ. ყავამ უნდა მიიღოს წაბლისფერი, და არა შავი ფერი. ზედმეტად მოხალული ყავა დაკარგავს ეთეროვან ზეთებს და მომწარო გემოს მიიღებს. მოხალული ყავა იმავე ტაფაზე არ უნდა დავტოვოთ გასაციებლად, არამედ უნდა დავყაროთ საცერზე ან სუფთა ფიცარზე. კარგად გაციებული, მოხალული ყავის მარცვლები ჩავყაროთ ჰერმეტიულად დახურულ ყავის ჭურჭელში და შევინახოთ მშრალ ადგილას. დაფქული ყავა შენახვის დროს ნაწილობრივ კარგავს გემოს და არომატს. ამიტომ ყავა უნდა დავფქვათ საჭიროების მიხედვით. მისი დაფქვა წარმოებს სპეციალურ ყავის საფქვავში. რამდენად უფრო წმინდად დავფქვავთ ყავას, იმდენად უფრო მეტ ნაყენს მივიღებთ. დაფქულ, გამზადბულ ყავას (ერთი-ერთნახევარი ჩაის კოვზი ერთ ყავის ჭიქა წყალზე - გემოვნების მიხედვით) დავასხათ ცხელი წყალი, დავდგათ ცეცხლზე და როგორც კი დაიწყებს ადუღებას, მაშინვე გადმოვდგათ, ცოტა ხანს გავაჩეროთ და დავასხათ ჭიქებში. შაქარი შეიძლება ყავასთან ერთად ჩავყაროთ ადუღებამდე, ან ცალკე მივიტანოთ სუფრაზე საშაქრით. ასევე ცალკე მივიტანოთ შესაფერი ჭურჭლით რძე ან ნაღები.
პოპულარული რეცეპტი
შევარჩიოთ ქორფა, მთელ-მთელი წიწაკა,...
თხილი, ნუში, ქიშმიში და ვანილის კრე...
კარგად გარეცხილი მსუქანი ცხვრის ხორ...
მაგარი მსხალი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭ...
ხორცი დავჭრათ საკმაოდ თხელ ნაჭრებად...
კარგად გასუფთავებული საშუალო ზომის ...