კატალოგი
გველთევზის სუპი ჰამბურგულად
| ბეჭდვა |
ძვლებსა და შებოლილ ხორცს დავასხათ 1 ½ ლიტრი წყალი და დავდგათ მოსახარშად. მზა ბულიონი გავწუროთ. მოვამზადოთ მწვანილი, დავამატოთ ბულიონს, შემდეგ ჩავამატოთ მწვანე მუხუდო და დარბილებული შავი ქლიავის ჩირი. 10 წუთის შემდეგ ჩავდოთ გველთევზას მომზადებული ნაჭრები. სუპს დავამატოთ მარილი, პილპილი და შაქარი. ზემოდან მოვაყაროთ კამა. როგორც კი სუპი მზად იქნება, მივიტანოთ სუფრაზე.
მასალა:
3-4 პორციაზე
500 გრამი საღი გველთევზა
500 გრამი ძვლები
125 გრამი შებოლილი ხორცი
2 კონა მწვანილი სუპისათვის
80 გრამი შავი ქლიავის ჩირი
½ ჭიქა საღი მწვანე მუხუდო
მარილი, პილპილი
½ ჩაის კოვზი შაქარი
1 ჭიქა წვრილად დაჭრილი კამა
პოპულარული რეცეპტი

ხორცს დავასხათ 1 ლიტრი ცხელი წყალი,...

ერთი ჩაის ჭიქა ერბო გავთქვიფოთ გათე...

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ენა...

მარგარინი გავადნოთ ტაფაზე, მოვხრაკო...

4 კვერცხის გული გავთქვიფოთ ერთ ჭიქა...

მაწონით, კვერცხითა და კარაქით მოვზი...


