კატალოგი
ძროხის ცურები კომშით
ძროხის ახალი, მსუქანი ცურები გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო სიდიდის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და ოდნავ დავზილოთ. ჩავალაგოთ დაბალ, ფართო ქვაბში, მოვაყაროთ დაჭრილი სტაფილო, ოხრახუშის ძირები, ხახვი, ნიორი, დაფნის ფოთოლი, დავასხათ გამდნარი კარაქი, დავახუროთ თავი და დავდგათ მოსაშჲშად. როდესაც ცურები წვენს დაიშრობს და ოდნავ გაწითლდება, დასარბილებლად დავამატოთ თეთრი ღვინო, შემდეგ დაჭრლი, თესლგაცლილი ახალი პამიდორი ან ტომატი. როცა მზად იქნება, ცურები ამოვალაგოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავალაგოთ ქვაბში, თან ჩავაყოლოთ თხელ ნაჭრებად დაჭრილი, გაფცქვნილი მჟავე კომში; დავამატოთ თავისი საწებელი, იმდენი, რომ დაიფაროს. შევაზავოთ მარილით, პილპილით, ზირათი, მწვანილით, დავახუროთ თავი და ვადუღოთ, სანამ კომში არ დარბილდება. სუფრაზე მიტანისას ლანგარზე ჯერ დავაწყოთ ცური, გარშემო შემოვუწყოთ კომში, ზევიდან გადავასხათ საწებელი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა. მასალა: ცურები - 1 კილოგრამი კარაქი - 100 გრამი პამიდორი - 300 გრამი (1 ჭიქა) თეთრი ღვინო - 2 ჩაის ჭიქა სტაფილო - 3 ცალი ოხრახუშის ძირები - 3 ძირი დაფნის ფოთოლი - 3 ცალი მარილი, პილპილი, მწვანილი, ზირა - გემოვენებით