კატალოგი
ბატი ფლამანდიურად
ბეჭდვა |
მომზადებული ბატი მოვხარშოთ მსუბუქად დამარილებულ წყალში. მომზადებამდე ცოტა ადრე დავამატოთ მწვანილი, ნიორი, დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები და ხახვი, რომლის შუაშიც მოვათავსოთ მიხაკის თავი. მომზადებული ბატი კარგად გავაშროთ, დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად და სუფრაზე მიტანამდე გავაჩეროთ გაცხელებულ ცხიმში. ზეთისა და ფქვილისაგან მოვამზადოთ ღია ფერის საწებელი, გავაზავოთ უცხიმო ბულიონით. დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ნაღები, მწვანილი და ერთი სუფრის კოვზი დაჭყლეტილი ნიორი. სოუსი გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ კვერცხის გული. ხორცის ნაჭრები ამოვავლოთ კვერცხში, სუხარში და ვწვათ კარგად გაცხელებულ ცხიმში მანამდე, სანამ ოქროსფერ ფერს არ მიიღებს (ბატის ნაჭრები ცხიმში უნდა დაცურავდნენ). სოუსი სუფრაზე ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ. გარნირად შეგვიძლია გამოვიყენოთ ბრინჯი ან თეთრი პური.
მასალა:
6-8 პორციაზე
ახალგაზრდა ბატი
მწვანილი
დაფნის ფოთოლი
8 მარცვალი შავი პილპილი
1 თავი ხახვი
1-2 ცალი მიხაკის თავი
2 თავი ნიორი
კარაქი
ფქვილი
მარილი
წიწაკა
1 კვერცხი
კუბიკების ფორმის ორცხობილა ("სუხარი")
შესაწვავად საჭირო ცხიმი
პოპულარული რეცეპტი
ხახვი, წიწაკის ღერები და ნიორი წვრი...
მარილიან წყალში მოვხარშოთ ბრინჯი, გ...
გადარჩეული, გარეცხილი ღოღნაშო ალაგ-...
1 კილოგრამ პურის (შვრიის) ორცხობილა...
ფქვილი გავცრათ, დავამატოთ 1 სუფრის ...
ღვიძლი ჩამოვთალოთ დანით. ხახვი და ო...