კატალოგი
ფლიაკები ვარშავულად
ბეჭდვა |
ხორცი გულდასმით გავასუფთავოთ დანით, რამოდენიმეჯერ გავრეცხოთ ცივ წყალში, გამოვასუფთავოთ ჩოთქით და მარილით, შემდეგ ისევ გავრეცხოთ. 2-3-ჯერ დავასხათ ცივი წყალი, მოვხარშოთ ბულიონი, ½ ლიტრი ბულიონი გადავსხათ, დანარჩენში კი მოვათავსოთ ხორცი და ვხარშოთ დარბილებამდე, ხარშვის ბოლოს ბულიონში ჩავაწყოთ ნახევარი პორცია ბოსტნეული. ხორცი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში უნდა ვხარშოთ. დარჩენილი ბოსტნეული დავჭრათ თხელ ზოლებად, ჩავდოთ გამდნარ ცხიმში, დავასხათ 1/8 ლიტრი წყალი, დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ დარბილებამდე. გავადნოთ 30 გრამი ცხიმი, მოვხრაკოთ ზედ ფქვილი ღია ოქროსფერი ფერის მიღებამდე, მოვურიოთ, დავასხათ ცივი ბულიონი და წამოვადუღოთ. მზა ხორცი გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაციოთ ბულიონში. შემდეგ ამოვიღოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავდოთ სოუსში, დავუმატოთ ბოსტნეული (მასა სუპის სისქის უნდა იყოს), მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი. სუფრაზე სუპის თეფშებით მივიტანოთ. ცალკე მივიტანოთ გახეხილი ყველი, წითელი პილპილი, დანაყილი კოჭა და მაიორანი.
მასალა:
1 კილოგრამი ძროხის ხორცი
400 გრამი ბოსტნეული
500 გრამი ძროხის ძვლები
60 გრამი ცხიმი
30 გრამი ფქვილი
მუსკატის კაკალი
წითელი პილპილი
შავი პილპილი
კოჭა
მაიორანი
მარილი
50 გრამი შვეიცარული ყველი
პოპულარული რეცეპტი
რძეში ჩავახალოთ კვერცხები და ყველაფ...
სტუმართმოყვარე ყაზახები...
6 კვერცხის დიდხანს ვთქვიფოთ 1 ჩაის ...
ყველა კომპონენტი ერთმანეთში გადავურ...
რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრ...
ხიზილალას მოვაშოროთ აპკი და მოვხარშ...