კატალოგი
პურის სოუსი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
წამოვადუღოთ რძე და მასში მოვათავსოთ მიხაკშეზელილი ხახვი და მუსკატის კაკალი. ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 30 წუთჳს განმავლობაში. დავამატოთ პურის ნამცეცები, მარილი, პილპილი და ნახევარი პორცია კარაქი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში და ავთქვიფოთ ჩანგლით. ვადუღოთ 20 წუთის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. შემდეგ ამოვიღოთ ხახვის თავი, დავამატოთ დარჩენილი კარაქი და ნაღები. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ. ინგლისში ამ სოუსს ხორცთან ერთად მიირთმევენ.
მასალა:
½ ლიტრი რძე
1 დიდი თავი ხახვი
2 ცალი მიხაკი
ცოტა მუსკატის კაკალი
60 გრამი ახალი თეთრი პურის ნამცეცები
1 არასრული სუფრის კოვზი კარაქი
1 ჩაის კოვზი ნაღები
½ ჩაის კოვზი მარილი
პილპილი დანის პირზე
პოპულარული რეცეპტი

კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად კარგ...

დავჭრათ კარაქი მომცრო ნაჭრებად, მივ...

ფქვილის ნახევარი პორცია დავყაროთ და...

ცეცხლის ღმერთი და მშვენიერი ილონკა...

ერთი ჩაის ჭიქა ერბო ან კარაქი 10-15...

ღორის ხორცი დავჭრათ კუბიკებად, დავა...