კატალოგი
ვაშლის რულეტი
ფქვილი გავცრათ ხის დაფაზე, ჩავახალოთ კვერცხი, დავამატოთ ცხიმი, მარილი, ძმარი და მოვზილოთ სქელი ცომი. ცომის გაბრტყელება არ ღირს, ის უნდა ავიღოთ ხელში და ძლიერად დავაგდოთ დაფაზე, სანამ წებოვანი თვისება არ მოშორდება და ბუშტების წარმოქმნას არ დაიწყებს. შემდეგ უნდა ავიღოთ მშრალი დაფა, მოვაყაროთ ფქვილი და ზედ მოვათავსოთ ცომი, მოვასხათ თბილი წყალი და დავახუროთ შემთბარი ქოთანი. გავაჩეროთ ცომი ½ საათი, შემდეგ გასუფთავებულ სამზარეულოს მაგიდაზე უნდა დავაფინოთ ხელსახოცი და მოვაყაროთ ფქვილი. ცომი მსუბუქად გავაბრტყელოთ სამკუთედის ფორმის ფირფიტად, შემდეგ უნდა ვწელოთ ხელით მანამდე, სანამ ცომი გამჭვირვალე არ გახდება. თუ ცომი სადმე გაიხევა, კარგად უნდა შევაწებოდ და ის ადგილი გავასწოროთ. ძალიან თხლად გაბრტყელებული ცომი ცოტა ხნით ასე დავტოვოთ, რომ გამოშრეს, ყველაზე მარტივია ცომი დავყოთ და მოვამზადოთ 2 ან 3 პატარა სტრუდელი. ცომს წავუსვათ გამდნარი კარაქი ან მარგარინი და ცომის 2/3 დავფაროთ შიგთავსით (იხ. ქვემოთ). შემდეგ ფრთხილად ავიღოთ ხელსახოცის კიდე და დავახვიოთ რულეტი, კიდეები მაგრად შევაწებოთ და მოვათავსოთ ცხიმწასმულ ჟარუნაზე. ზემოდან მოვასხუროთ გამდნარი კარაქი და ვაცხოთ ზომიერ ტემპერატურაზე ზუსტად 45 წუთი. რულეტს ხშირად უნდა ვუსვათ გამდნარი კარაქი. როდესაც ის გამოცხვება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა და დავჭრათ 2-4 სმ სისქის ნაჭრებად. სუფრაზე ცხელი ან ცივი მივიტანოთ. შიგთავსის მოსამზადებლად ვაშლები გავთალოთ, გამოვაცალოთ გული, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად ან უკეთესია თუ გავხეხავთ მსხვილ სახეხზე. დაფხვნილი ორცხობილა შევურიოთ მცირე რაოდენობის შაქარს და მსუბუქად მოვხრაკოთ კარაქში. ეს მასა მოვაყაროთ მომზადებულ, კარაქწასმულ ცომს, გადავანაწილოთ მასზე შიგთავსი (ერთმანეთში არეული ვაშლი, ქიშმიში და ნუში). ზემოდან მოვაყაროთ  შაქარში არეული დარიჩინი და გადავახვიოთ. მასალა: ცომისათვის 250 გრამი ძალიან მშრალი ფქვილი 1 ცალი კვერცხი 2-3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი კაკლის ზომის სუფთა ღორის გადამდნარი ქონი ცოტა მარილი 3-4 სუფრის კოვზი ნელ-თბილი წყალი რამოდენიმე წვეთი ძმარი კარაქი ან მარგარინი ზემოდან წასასმელად ვაშლის შიგთავსისათვის 800-1000 გრამი ვაშლი 1 სუფრის კოვზი ქიშმიში 1 სუფრის კოვზი დანაყილი ნუში 100 გრამი საფანელი 100 გრამი შაქარი ½ ჩაის ჭიქა დარიჩინი კარაქი ან მარგარინი